
1.პროექტის სახელი: მაჰმადიან ქართველთა ინტეგრაცია
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან იანეთის მეცხრე უბანში (([სამტრედია) ჩასახლებული მესხების ისტორიას. შეხვდებიან იქ მცხოვრებ უხუცესებს, თემის ხელმძღვანელს.
3.პროექტის სრული აღწერა: ა) უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი და მისი მკვიდრი მოსახლეობა. ბ) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის ოსმალეთის მიერ მიტაცება. გ) რუსეთ-ოსმალეთის ომი და მესხეთის შესვლა0 რუსეთის გავლენის ქვეშ. დ) 1944წ. მაჰმადიან ქართველთა გადასახლება. ე)ყაზახეთიდან გადმოსახლებულ მესხებთან ინტერვიუ და ზუსტი ჩანაწერები საკითხებზე: ადათ-წესები, კულტურა, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა. ვ) ამჟამად სამტრედიის №10 საჯარო სკოლის მე-10 კლასელ მესხ მოსწავლეებთან ინტერვიუს აღება და ზუსტი ჩანაწერი ქალაქის სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზეზის შესახებ . მათი სამომავლო მიზნები.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-11 , მე-12კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგძლივობა: 2თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე მასალის მიწოდება,სტუმრობა მესხებთან.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება,შეიქმნას: ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა, ფოტო-მასალა, კედლის გაზეთები სკოლაში.
8.სარგებელი სხვებისთვის: ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები შესაძლებელს გახდის სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთის მე-9 უბანში ჩასახლებული მაჰმადიან მესხთა ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებულ ი მასალების გაცნობასა და შესწავლას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, სამოქალაქო განათლება.
12.პროექტის ფასილიტატორი: ეკატერინე ფოცხვერია.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: efocxveria@mail.ru
14.პროექტის ფორუმი: --
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ekafocxveria.blogspot.com